ლაშა ტატულაშვილი

სოფიო ჩიტაშვილის გამოფენა

23 აპრილი, 2019

ლაშა ტატულაშვილი

ლაშა ტატულაშვილი

სოფიო ჩიტაშვილის გამოფენა

გალერეა

თვალები დავხუჭე..ამ ორი დღის განმავლობაში ათასჯერ განცდილი, კიდევ ერთხელ განვიცადე და ვთქვი: ზღაპარს ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე სინამდვილეს. . ან პირიქით, იქნებ ეს არის ჩემი სინამდვილე...მაგრამ ერთი ფაქტია, ყველაფერი ზღაპრული სცენარის, ზღაპრულად ლოგიკური ფინალით დაგვირგვინდა...კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენთაგანს ამ ზღაპარში მონაწილეობისათვის, სადაც ყველას გემოვნებით გქონდათ საკუთარი როლი მორგებული..ყველას როლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო..

უღრმესი მადლობა საქართველოს ქალთა საბჭო - ს აღმასრულებელ დირექტორს, ქალბატონ ქეთევან გაბრუაშვილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან შუამდგომლობისთვის, გალერეა "უნივერსის" დათმობასთან დაკავშირებით..ასევე ჩვენს მასპინძელს - გალერეა "უნივერსის" ხელმძღვანელებს, ქალბატონ ლალი ღოღელიანს და ქალბატონ ბელა ბესტავაშვილს

უღრმესი მადლობა ქალბატონ Ana Yurshavishvili და გამომცემლობა ელადას წიგნის რედაქტირებისთვის..
და გვერდში დგომისთვის

ასევე გულითადი მადლობა
Shorena Gzirishvili-ს წიგნის დაბეჭდვისთვის...

მალხაზ ღონიაშვილი- ს ორგანიზებისთვის

Eto Mdinaradze- საღამოს წამყვანობისთვის

ჯგუფ ზღვარს Kakha Batsikadze და ქალბატონ ნეკას, საოცარი შესრულებისთვის

ჩემი ოჯახის წევრებს და ნათესავებს ასეთი გვერდში დგომისთვის, ფინანსური, მორალური თუ მატერიალური დახმარებისთვის..

მადლობა ჩემს მეგობრებს და ჩემს ერთგულ მკითხველებს სულიერი საზრდოსთვის..

ასევე დიდი მადლობა თავისი საქმის პროფესიონალ ორ თამუნას, რომლებმაც ჩემს გარეგნობასა და ჩაცმულობაზე იზრუნეს

ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობას და სიყვარულს ვგრძნობ...ახლა, უფრო მეტი მინდა მოგცეთ და გაგიზიაროთ..

ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით და ავასრულეთ ეს ოცნება, დასტურად იმისა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს