ლაშა ტატულაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას

10 იანვარი, 2019

ლაშა ტატულაშვილი

ლაშა ტატულაშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას

თრენინგები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას

"შრომის უსაფრთხოების დაცვისა და პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკის ადმინისტრირების"ტრეინინგ პროგრამაზე (USA,OSHA)

ტრეინინგი ხორციელდება აშშ-ის მილენიუმის (US Millennium Challenge Corporation) პროექტის ფარგლებში და საფუძვლად უდევს OSHA-ს სტანდარტები (OSHA-Occupational Safety and Health Administration - აშშ-ის შრომის სამინისტროს სამმართველო, რომელიც ხელმძღვანელობს შრომის უსაფრთხოების დაცვისა და პროფესიული დაავადებების პროფილაქტიკის სფეროს), რომელთა ამოცანაა უზრუნველყონ შრომის უსაფრთხო პირობები, ამისთვის აუცილებელი მოთხოვნების შემუშავების, მათი განხორციელების, შემოწმებებისა და სწავლების გზით.

ტრეინინგების კურსი მოიცავს, დღეისათვის განსაკუთრებულად აქტუალურ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ („საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“; ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“. საქ.მთავრობის დადგენილება #361,2014წ; „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“. საქ. მთავრობის დადგენილება #477,2017) ძირითად საკითხებს და გამიზნულია ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების როგორც სამთავრობო, ასევე კერძო დაწესებულებების, დარგობრივი სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებისთვის და აგრეთვე დაინტერესებული კერძო პირებისათვის.

კურსის გავლა ასევე შეუძლიათ უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების როგორც პედაგოგებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.ტრეინინგების წარმატებით გავლის შემდგომ, მონაწილეებს შეეძლებათ: ძირიადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება: სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედურ შემთხვევებსა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციების გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.იღებენ შესაბამის სერტიფიკატს,რომელიც აძლევს საშუალებას თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები „ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის ადმინისტრირების“ ფართო სპექტრის საკითხებში. ტრეინინგი ორ საფეხურიანია და მოიცავს

(15+15) აკადემიურ საათს.

ტრეინინგს წარმართავენ სტუ-ს “OSHA-ს ტრენერის საერთაშორისო სერტიფიკატის“ მფლობელი პროფესორები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 599 70 44 99