ლაშა ტატულაშვილი

ელექტრონული სერვისების სისტემები

13 მარტი, 2023

ლაშა ტატულაშვილი

ლაშა ტატულაშვილი

ელექტრონული სერვისების სისტემები

თრენინგები

სტუ-ს აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის განვითარების ცენტრმა, გაითვალისწინა რა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების თხოვნა მათთან არსებული აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებასთან დაკავშირებით ელექტრონული სერვისების სისტემებში მუშაობის მიმართულებით, ინფორმატიკისა და მართის სისტემების ფაკულტეტს მიმართა თხოვნით შეემუშავებინა სილაბუსი, რომელიც ხელს შეუწყობდა არსებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას მოთხოვნილი მიმართულებით.

მათ მიერ შემუშავებული სილაბუსი მოიცავს: ელექტრონული სერვისების სისტემებში მუშაობას ( vici.gtu.ge; zoom; google meet; elearning.gtu.ge (moodle); Googe -ის სერვისებს:

  1. ბრაუზერი Google chrome
  2. ელექტრონული ფოსტა Gmail
  3. Google Drive
  4. google docs
  5. google slides
  6. google sheets
  7. google-ის ფორმები;
  8. კალენდარი

აღნიშნული სილაბუსი, ჩვენი ცენტრის მიერ, განხილულ იქნა დაინტერესებულ მხარეებთან და მათი უმეტესობის თხოვნით შეთავაზებულ საკითხებს დაემატა Excel და Word-ის პროგრამების შესწავლა.

სტუ-ს აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის განვითარების ცენტრის, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ფაკულტეტების ერთობლივი მუშაობით გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე აღნიშნული ტრენინგი ჩაუტარდეს სამშნებლო, სამთო გეოლოგიურ და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის ქ-ნ თამარ ლომინაძის მიერ შერჩეულ იქნა პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს აღნიშნულ ტრენინგს (მზია კიკნაძე, ოლღა ხუციშვილი, თეა ხუციშვილი, ხათუნა ბარდაველიძე, ლილი პეტრიაშვილი, ნონა ოთხოზორია, ეკატერინე როჭიკაშვილი, ნატალია გაბაშვილი). მათ მიერ დაკომპლექტებულია მსმენელთა სამუშაო ჯგუფები, დაზუსტებულია ტრენინგის პროგრამა და მისი განხორციელების გრაფიკი .

მსმენელთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მიღებული გრაფიკი გულისხმობს პირველ როგში ამ სამი ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალი აკადემიური პერსონალის ა/წ თებერვლის ბოლომდე გადამზადებას. დანარჩენი ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი გაგრძელდება შემდგომი თვეების განმავლობაში.

blog post image
blog post image
blog post image
blog post image
blog post image
blog post image
blog post image
blog post image
blog post image